150Mbps Wireless N Nano Router TL-WR702N
აღნიშნულ როუტერი გამოირჩევა მცირე ზომით, რაც ძალიან ხელსაყრელია
რადგან მისი განთავსებ შესაძლებელია ნებისმიერ
ადგილას და არის თითქმის შეუმცნეველი, მისი ზომები არანაირად არ ახდენს გავლენას მუშაობის
ხარისხსა თუ სიჩქარეზე, იგი აგებულია NANO ტექნოლოგიების გამოყენებით
ეს ეხება მხოლოდ ამ სასწავლო წელს დარიგებულ GeoBook-ების
მფლობელებს, გადმოიწერეთ VGA_v8.14.8.1083.zip(17MB.)ფაილი, გაუშვით Setup.exe,
მიყევით ბოლომდე ინსტალაციის პირობებს და
გამოსახულებასთან დაკავშირებული ხარვეზი გამოსწორდება
გადატვირთვის შემდეგ, ან
მობრძანდით ფალიაშვილის 66 - ალგორითმის სერვის ცენტრში და ჩვენ დაგეხმარებით.
ამ აღლუმზე, ქართული კომპიუტერული კომპანია ალგორითმის
საწარმომ Intelligent Solutions-მა მოქალაქეებს წარუდგინა
საქართველოში დამზადებული სხვადასხვა სახის კომპიუტერული
ტექნიკა.
წარმოება
ქველმოქმედება და თანაგრძნობა
2011 წლის 2 დეკემბერს გადაცემა „100 0C”-ში გავიდა სიუჟეტი შიდცით ინფიცირებულთა შესახებ, სადაც ინფიცირებულიმა ქალბატონმა - ლამზირა ჩალაძემ ეთერის საშუალებით ორგანიზაციებს თხოვა დახმარების სახით მისთვის გამოეყოთ კომპიუტერი. კომპანია ალგორითმმა გამოთქვა სურვილი დახმარებოდა ქალბატონ ლამზირა ჩალაძეს, ამ მიზნით 15 დეკემბერს კომპანია ალგორითმის თანამშრომელი ეწვია ქალაქ ქუთაისის სოფელ მუხნარს, სადაც ლამზირა ჩალაძე თავის 10 წლის შვილთან, გიორგისთან ერთად ლტოლვილთა საცხოვრებელში იმყოფებოდა და საჩუქრად გადასცა ალგორითმის საწარმოში დამზადებული LENOVO-ს ბრენდის ლეპტოპი.
ალგორითმთან ერთად საახალწლო საჩუქრები ჩამოუტანა „ჯი-ემ-სი“ ჯგუფმაც, რომელიც ამ ოჯახს საახალწლო ნობათითა და სასურსათო პროდუქტებით დაეხმარა.
ალგორითმი არ აპირებს ამაზე შეჩერებას, იგი მომავალშიც განაგრძობს საქველმოქმედო საქმიანობას.
კომპიუტერული ტექმიკის წარმოება საქართველოშ
შპს „ალგორითმ“-მა გადაწყვიტა უფრო მასშტაბური
საქმიანობა
განეხორციელებინა და დაიწყო კომპიუტერული ტექნიკის
წარმოება. საწარმო ოფიციალურად საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ
სააკაშვილმა გახსნა. კომპანია თანამშრომლობს ისეთ ცნობილ
ორგანიზაციებთან როგორებიცაა Intel, Microsoft, Lenovo და სხვ.
საწარმოს კომპანია Microsoft -ისგან მინიჭებული აქვს DOEM
სტატუსი, რაც გულისხმობს, რომ კომპანიას შეუძლია საბითმო
ფასებში შეიძინოს ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა.
სექტემბრის თვეში კომპანიამ მოიპოვა ISO-9001:2008
სერთიფიკატი, რაც გულისხმობს, რომ შპს „ალგორითმი“-ს საწარმო
შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, კომპანია აღჭურვილია
ყველა იმ თანამედროვე ტექნოლოგიებითა და რესურსით რაც
დადგენილია მსოფლიო მასშტაბით.
ნოემბრის თვეში კომპანიამ
მონაწილეობა მიიღო კიბერუსაფრთხოების თემაზე გამართულ
ყოველწლიურ gITi კონფერენციაზე, რომელიც უკვე მეოთხე წელია რაც
დაინერგა ჩვენს ქვეყანაში. აღნიშნულ კონფერენციაზე შპს
„ალგორითმმა“ მიიღო ჯილდო ნომინაციაში “The Best IT
Education”.
საწარმომ გახსნისთანავე განახორციელა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტი „პრეზიდენტის
საჩუქარი ყველა პირველკლასელს“ და უმოკლეს ვადაში ააწყო 60 000
ნეთბუქი. წარმოების პროცესი განათლების მინისტრმა დიმიტრი
შაშკინმა თავად მოინახულა და შეაფასა წარმოების პროცესი.
შემდგომში მინისტრი კვლავ ესტუმრა საწარმოს პირველკლასელებთან
ერთად და დაესწრო ნეთბუკების აწყობის პროცესს. ნეთბუქები
გამოირჩევიან ხარისხით, რაზეც მეტყველებს წუნის რაოდენობა.
დამზადებული 60 000 ნეთბუქიდან წუნი მხოლოდ 1%-ია.
კომპანია
ნეთბუქების გარდა ასევე აწარმოებს პერსონალურ კომპიუტერებს,
ნოუთბუქებს. კომპანია უმოკლეს ვადაში გეგმავს გამოუშვას ხელის
კომპიუტერებიც, რომლებიც მალე კომპანიის მაღაზიათა ქსელშიც
გამოჩნდება. კომპანია ასევე აპირებს გასცდეს საქართველოს
ფარგლებს და საკუთარი პროდუქცია გაიტანოს საზღვარგარეთ.
საწარმოს უკვე დაწყებული აქვს მოლაპარაკებები ამ თემასთან
დაკავშირებით.
საწარმოში ამჟამად დასაქმებულია 30-მდე
ადამიანი, რომელთა კვალიფიკაციაზეც ზრუნავენ, როგორც საწარმოს
ადმინისტრაცია, ასევე პარტნიორი კომპანიებიც. კომპანიაში
ხშირად ტარდება ტრეინინგები თეორიული და პრაქტიკული
უნარ-ჩვევების ასამაღლებლად.
HTC Windows Mobile
-ალგორითმში
საყოველთაოდ ცნობილი ბრენდის
Lenovo-ს,სხვადასხვა კონფიგურაციისა და სიძლიერის Notebook-ები.
Geo-Book -ის გაუამრთაობის შემთხვევაში მიმართეთ ალგორითმის სერვის ცენტრს ფალიაშვილის 66 -ში
მოგწონთ თუ არა ეს
აქცია?!!!
კომპიუტერული კომპანია
"ალგორითმი"
გთვაზობთ ახალ პროექტს
"კომპიუტერი
ყველასთვის"
(აქციის ცხელი ხაზი:
470- 470)
Asus Eee PC 1001PX --LCD SizeL:10.1"/Processor: Intel ATOM N450
CPU/RAM:1GB DDR2/Hdd:160GB 5400 HDD/Wireless/Webcam:0.3
Megapixel
"ტაოპრივატბანკი" პირველადი შესატანი 110ლარი განვადების პერიოდი 24თვე თვეში გადასახადი 25,98ლარი ანუ
დღეში 0.85 ლ.
24 თვის განმავლობაში ბანკში შესატანი თანხა შეად-გენს
730 ლარს
სურვილისამებრ მომხმარებელს შეუძლია
განვადე-ბის გაკეთება ნულოვანი პირველადი შენატანით
სხვა-დასხვა პერიოდით ამავე ბანკში, შესაბამისად ყოველ-თვიური
შესატანი თანხა იქნება სხვადასხვა.
შავ სიაში მოხვედრლი მომხმარებლები
ისარგებლებენ თუ არა განვადების ამ პირობებით? თუ მომხმარებელს დაფარული აქვს პრობლემური
სესხი,
რომლის გამოც მოხვდა შავ სიაში, ბანკი განიხილავს შევსებულ
განაცხადს და მიიღებს გადაწყვეტილებას.